თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2024 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე წარმოგიდგენთ ესტატე ლაზარიდის (ლაზარევის) ნაშრომებს "პონტოს დიალექტის ბერძნულ-ქართული ლექსიკონი" და "ბერძნული ენის დიალექტის ფოლკლორული ტექსტები". ეს ნაშრომები მკვლევრის ოჯახის ინიციატივით და ქალბატონ თამარ მესხის რედაქტორობით გამოსცა გამომცემლობა "მერიდიანმა".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220